Sunday, June 19, 2016

                                                         IX დღე
               დავასრულეთ ინტელის ძირითადი კურსის ცხრადღიანი ტრენინგი, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და  ნაყოფიერი იყო.კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ  პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მოტივაციას უმაღლებს მოსწავლეებს, აძლევს შესაძლებლობას გამოავლინოს როგორც საკუთარი შესაძლებლობები, ასევე შეძლოს მიღებული ცოდნის გადატანა და გამოყენება განსხვავებულ გარემოში.
         გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, დავგეგმეთ სასწავლო პროექტი და ავტვირთეთ  ჩვენს ინტელის ბლოგზე. განვიხილეთ ინტელის სახელმძღვანელოში მოცემული შეფასების სხვადასხვა მეთოდი და შეფასების სტრატეგიები.შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები შევუსაბამეთ ჩვენი პროექტის გეგმას.შევავსეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.  პროექტზე მუშაობის განმავლობაში შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, პრეზენტაციის ჩეკლისტი, ონლაინტესტები.
   ავიმაღლეთ საოფისე პროგრამების ცოდნის დონე. განვიხილეთ  ელექტრონული ღრუბლები , ვისწავლეთ დოკუმენტების ატვირთვა  და ჩვენი  საქაღალდეები გადავიტანეთ ღრუბლებში. ვისწავლეთ ბმულის გაკეთება და Google Drive-ში შექმნილი მასალების გადატანა ბმულზე,ასევე vordis ფაილში ბმულის გაკეთება.
    ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, მინდა აღვნიშნო , რომ ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი თავისი საქმის უბადლო მცოდნეა, ძალიან კომუნიკაბელური და საინტერესო პიროვნებაა.  საინტერესო იყო მასთან მუშაობა.
                                                VIII დღე
             ჩვეულებრივ , საქმიან  სამუშაო პროცესში ჩავერთეთ. პროექტის გეგმა შევავსეთ, შევქმენით საქაღალდეები  ე.წ.დრაივში და მათში განვათავსეთ მასალა.საშინაო დავალებად მოგვეცა დიფერენცირებული დავალებების მომზადება სხვადასხვა დონის მოსწავლეებისათვის.

Sunday, May 29, 2016

                                                   VII დღე
       ვისწავლეთ Google drive-ში ტესტების  შექმნა და გავაკეთეთ ტესტები ჩვენი პროექტის ფარგლებში .  ვისაუბრეთ სასწავლო პროცედურებზე, დავიწყეთ ჩვენს გეგმაში აქტივობების გაწერა.

Saturday, May 28, 2016

                                                      IV დღე
       გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი, ვნახეთ მოსწავლეთა პრეზენტაციის რამდენიმე ნიმუში.
     დავიწყეთ საკუთარი მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის შექმნა poverpoint-ში
                                                              VI დღე
    განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი   შეფასება.
    განვიხილეთ ინტელის სახელმძღვანელოში მოცემული შეფასების სხვადასხვა მეთოდი და შეფასების სტრატეგიები.შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები შევუსაბამეთ ჩვენი პროექტის გეგმას.შევავსეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
  ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.

Sunday, May 15, 2016

                                                           მე-5 დღე
          განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირების პრეზენტაცია, რომლის საფუძველზე შევადგინეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩვენი პროექტებისათვის, განვიხილეთ ჯგუფში და დავეხმარეთ ერთმანეთს კითხვების სწორ ფორმულირებაში. ჩვენი კითხვები შეძლებისდაგვარად ჩავწერეთ გეგმაში.
         გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას,  ვიმსჯელეთ საავტორო უფლებებზე,შევაჯერეთ ჩვენი აზრები.
         მივიღეთ საშინაო დავალება მოვიფიქროთ აქტივობები.

Monday, May 9, 2016

                                                        III დღე
       ტრენინგის  დაწყებისთანავე განვსაზღვრეთ ჩვენი თემების შესაბამისი სტანდარტები, ინდიკატორები.სტანდარტებიდან გამომდინარე გავწერეთ მიზნები. მიზნები წავიკითხეთ ჯგუფში,განვიხილეთ და ჩავწერეთ გეგმაში.
   ასევე  განვიხილეთ ელექტრონული ღრუბლები ,ვისწავლეთ დოკუმენტების ატვირთვა  და ჩვენი  საქაღალდეები გადავიტანეთ ღრუბლებში.

Sunday, May 8, 2016

                                ინტელის ძირითადი კურსის  II დღე
         გავეცანით და განვიხილეთ ინტელის სახელმძღვანელოს.შევქმენით პროექტის საქაღალდე.  განვიხილეთ  იდეები  ,ერთმანეთს მივაწოდეთ იდეები და უკუკავშირი.
   განვიხილეთ    ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები და ინდიკატორები.
    ტრენინგი საინტერესო იყო
                                            ინტელის  ძირითადი კურსი
                                                        07.05.2016წ
                დავესწარი ინტელის ძირითადი კურსის პირველ  ტრენინგს. ტრენინგი საინტერესო იყო იმით, რომ პროექტებით სწავლება 21 -ე საუკუნის თანმდევი მოვლენაა,აქტუალურია.  მასწავლებელს აძლევს საშუალებას უკეთ დაგეგმოს და განახორციელოს სასწავლო პროცესი.გავეცანით ინტელის გვერდს, გავხსენით ბლოგი  blogger.com-ზე.