IX დღე
დავასრულეთ ინტელის ძირითადი კურსის ცხრადღიანი ტრენინგი, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო.კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მოტივაციას უმაღლებს მოსწავლეებს, აძლევს შესაძლებლობას გამოავლინოს როგორც საკუთარი შესაძლებლობები, ასევე შეძლოს მიღებული ცოდნის გადატანა და გამოყენება განსხვავებულ გარემოში.
გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, დავგეგმეთ სასწავლო პროექტი და ავტვირთეთ ჩვენს ინტელის ბლოგზე. განვიხილეთ ინტელის სახელმძღვანელოში მოცემული შეფასების სხვადასხვა მეთოდი და შეფასების სტრატეგიები.შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები შევუსაბამეთ ჩვენი პროექტის გეგმას.შევავსეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. პროექტზე მუშაობის განმავლობაში შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, პრეზენტაციის ჩეკლისტი, ონლაინტესტები.
ავიმაღლეთ საოფისე პროგრამების ცოდნის დონე. განვიხილეთ ელექტრონული ღრუბლები , ვისწავლეთ დოკუმენტების ატვირთვა და ჩვენი საქაღალდეები გადავიტანეთ ღრუბლებში. ვისწავლეთ ბმულის გაკეთება და Google Drive-ში შექმნილი მასალების გადატანა ბმულზე,ასევე vordis ფაილში ბმულის გაკეთება.
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, მინდა აღვნიშნო , რომ ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი თავისი საქმის უბადლო მცოდნეა, ძალიან კომუნიკაბელური და საინტერესო პიროვნებაა. საინტერესო იყო მასთან მუშაობა.
No comments:
Post a Comment